RESchool | 2017 წლის ტექნოლოგიური ტრენდები
244
post-template-default,single,single-post,postid-244,single-format-standard,qode-quick-links-1.0,ajax_fade,page_not_loaded,,qode_grid_1300,qode-theme-ver-11.1,qode-theme-bridge,wpb-js-composer js-comp-ver-5.1.1,vc_responsive

2017 წლის ტექნოლოგიური ტრენდები

2017 წლის ტექნოლოგიური ტრენდები

გასაოცარია,რამდენ აქამდე წარმოუდგენელ შესაძლებლობას აძლევს ადამიანს თანამედროვე ტექნოლოგიები.მოწყობილობის საშუალებით, რომელიც ჩვენს ჯიბეში ეტევა, ხელი მიგვიწვდება ინფორმაციის შეუზღუდავ რაოდენობაზე, ნებისმიერ დროსა და ადგილზე! თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროში ჰორიზონტზე ყოველთვის მოსჩანს რაღაც ახალი, რაღაც ისეთი რაც აქამდე მიუღწეველი და რეალობისთვის ზედმეტად რთული გვეგონა, ამიტომ მნიშვნელოვანია თვალყური ვადევნოთ სიახლეებს და ჩვენი ბიზნეს იდეა თუ უკვე არსებული ბიზნესი მათთან შესაბამისობაში მოვიყვანოთ. წარმოგიდგენთ ტექნოლოგიურ ტრენდებს, რომლებიც ჩვენი აზრით ყველაზე აქტუალურია 2017 წელს:

1.”ინტერნეტი ნივთებში” და სახლის ჭკვიანი მოწყობილობები.

სმარტფონების, ანუ ჭკვიანი ტელეფონების გამოჩენის შემდეგ უკვე საკმაოდ დიდი გზა განვვლეთ და დღეს უკვე პრაქტიკულად ნებისმიერი სახლის მოწყობილობის “ჭკვიან” ვერსიას შეგვიძლია შევხვდეთ, მაგალითად, ჭკვიანი ტელევიზორები, მაცივრები, მტვერსასრუები, საწოლები და სარკეებიც კი! წელს ამ ბაზარზე ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება ისაა, რომ დიდი მოთამაშეები, როგორებიცაა Amazon, Google და Apple აქტიურად ჩაერთნენ “Smart Home” ნივთების შექმნაში, ასე რომ მომავალი წლისთვის უკვე თამამად შეგვიძლია სრულად აღჭურვილ ჭკვიან სახლებს ველოდოთ!

2.ვირტუალური და “განვრცობილი” რეალობა (VR/AR).

Oculus Rift – ის გამოსვლამ ვირტუალური რეალობის სფეროში უკვე მოახდინა რევოლუცია.მისი საბოლოო რელიზის შემდეგ 2016 წელს, ათასობით ვირტუალურ რეალობაზე მორგებული აპლიკაცია გამოჩნდა და დღეს VR უკვე საკმაოდ მომგებიანი და წარმატებული სფეროა.ამჯერად, განვრცობილი რეალობის(AR) ჯერია.ამ მიმართულებით უმნიშნველოვანესი ნაბიჯი იყო ცნობილი თამაშის Pokemon GO – ს გამოსვლა, რომელმაც მსოფლიოს გარშემო მილიონობით ადამიანს გააცნო ამ ტექნოლოგიის შესაძლებლობები. ასეთი წარმატების შემდეგ ნამდვილად უნდა ველოდოთ ყველა ცნობილი აპლიკაციისა და თამაშის AR და VR ვერსიებს, ასევე ამ ტექნოლოგიების მარკეტინგის სფეროში დანერგვას.

3.მოწყობილობები, რომლებსაც შეუძლიათ სწავლა.

ამ ტექნოლოგიას პირველად Google იყენებდა თავისი საძიებო სისტემის ალგორითმში, თუმცა მოგვიანებით ნათელი გახდა, რომ ამ გზით ნებისმიერი მომხმარებელზე ორიენტირებული აპლიკაციის გაუმჯობესება შეიძლება.თუ ეს ტექნოლოგია მასობრივად დაინერგება, ჩვენ ვიხილავთ ვირტუალურ ასისტენტებს, რომლებიც სწავლობენ ჩვენი ცხოვრების სტილს და უკეთეს რჩევებს გვაძლევენ, სარეკლამო ბოტებს, რომლებიც უკეთესად გვთავაზობენ პროდუქტს ჩვენს შენაძენების ისტორიაზე დაყრდნობით, სახლის მოწყობილობებს, რომლებიც სწავლობენ ჩვენს ჩვევებს და უკეთ გვემსახურებიან და მრავალ მსგავს ტექნოლოგიას, რომელიც აქამდე მხოლოდ ფანტატიკის ჟანრის ფილმებში გვქონდა ნანახი.

4.ფიზიკურ-ციფრული ინტეგრაცია.

მობილურმა მოწყობილობებმა ტექნოლოგიები ჩვენი ცხოვრების განუყრელ თანამგზავრად აქციეს.საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში რთულია დაინახო ადამიანი, რომელსაც არ უჭირავს სმარტფონი და არ იყენებს გართობისა თუ მუშაობისთვის. ჩვენ უკვე გვაქვს პრაქტიკაში ტექნოლოგია, რომელიც ონლაინ-მყიდველს საშუალებას აძლევს შეიძინოს საქონელი ფიზიკური ადგილიდან, მაგალითდ, სუპერმარკეტიდან, სავაჭრო ცენტრიდან და ა.შ, მაგრამ შემდეგი ნაბიჯი იქნება ფიზიკური და ციფრული  რეალობების უფრო დაახლოება. ეს გულისხმობს იმას, რომ ონლაინ ბრენდები, მაგალითად, Amazon-ი გამოუშვებს მეტ ფიზიკურ პროდუქტს, როგორიცაა Dash Button – ები და ფიზიკური ბრენდები, მაგალითად, Walmart-ი გამოუშვებს მეტ ვირტუალურ სერვისს, როგორიცაა ციფრული რუკები და პროდუქტების ონლაინ-ტესტირება.

5.”სერვისები მოთხოვნით.”

  Uber-ისა და მისი მსგავსი სერვისების წყალობით მომხმარებელი მიეჩვია, რომ ყველაფრისთვის არსებობს მარტივი მობილური აპლიკაცია, სადაც თითის ერთი დაჭერა გჭირდება იმისთვის, რომ მოგაკითხოს მანქანამ და წაგიყვანოს სასურველ ადგილას, მოგიტანონ საჭმელი სახლში, დაგიჯავნონ რესტორნის მაგიდა, ავიაბილეთი თუ სასტუმროს ნომერი.ეს მარტივი ტექნოლოგია საშუალებას გაძლევს მსგავსი სერვისი მოარგო პრაქტიკულად ყველაფერს,ამიტომ წელს ამ ტრენდის მხოლოდ ზრდას და ახალი, უცნაური სფეროების ათვისებას უნდა ველოდოთ.