RESchool | რა განასხვავებს მეწარმეს რიგითი ბიზნესმენისგან?
209
post-template-default,single,single-post,postid-209,single-format-standard,qode-quick-links-1.0,ajax_fade,page_not_loaded,,qode_grid_1300,qode-theme-ver-11.1,qode-theme-bridge,wpb-js-composer js-comp-ver-5.1.1,vc_responsive

რა განასხვავებს მეწარმეს რიგითი ბიზნესმენისგან?

რა განასხვავებს მეწარმეს რიგითი ბიზნესმენისგან?

“ბიზნესმენი” და “მეწარმე” – ორი ტერმინი, რომელთაც ხშირად ერთმანეთის მაგივრად იყენებენ ზუსტი განსაზღვრებების არცოდნის გამო.ორი ცნება, რომელთა შორის არსებული პრინციპული განსხვავებები საჭიროს ხდის ბევრი მსგავსების მიუხედავად, თვალსაჩინოთ გავმიჯნოთ ისინი ერთმანეთისგან.რა განასხვავებს ბიზნესს წარმოებისგან და ბიზნესმენს მეწარმისგან?რომელი მათგანი იკავებს უფრო მაღალ საფეხურს ევოლუციურ კიბეზე?ამ კითხვებზე პასუხის გაცემას რამდენიმე პუნქტად მოცემული შედარებითი დახასიათებით შევეცდებით:

 

ბიზნესმენი                                                                                                     მეწარმე

1. დაიწყო ბიზნესი არსებული იდეიდან ან კონცეფციიდან           დაიწყო ბიზნესი საკუთარი უნიკალური იდეიდან ან                                                                                                                                  კონცეფციიდან.

2.ყავს ბევრი ბიზნეს-მტერი.                                                                         ემტერება საკუთარ მოძველებულ იდეებს.

3.ორიენტირებულია კონკურენციაზე.                                                   ორიენტირებულია თანამშრომლობაზე.

4.ყოველთვის დაკავებულია საკუთარი ბიზნესის საქმეებით      დაკავებულია საკუთარი ახალი საწარმოთი.

5.არ აქვს საკმარისი დრო ოჯახისა და პირადი                                     აქვს საკმარისი დრო  ოჯახისა და პირადი    ცხოვრებისთვის.                                                                                               ცხოვრებისთვის.

6.ცხოვრობს საკუთარი ბიზნესით.                                                              აცოცხლებს საკუთარ ბიზნესს.

7.ტრადიციულია.                                                                                              ინოვაციური და რევოლუციურია.

8.პრიორიტეტია უსაფრთხოება.                                                                ყოველთვის მზადაა მართლზომიერი რისკისთვის.

9.ღელავს.                                                                                                              აღტაცებულია.

10.ორიენტირებულია მოგებაზე.                                                                ორიენტირებულია ხალხზე.

11.აქვს აქტიური შემოსავალი/მოგება.                                                     აქვს პასიური შემოსავალი/მოგება.

12.ქირაობს ხალხს ბიზნესის პროდუქტიულობისთვის.                  ხდის თანამშრომლებს პროდუქტიულს.

13.მოთამაშე ბაზარზე.                                                                                      ბაზრის ლიდერი.

14.ჯერ არ მიუღწევია ფინანსური თავისუფლებისთვის.                 მიაღწია ფინანსურ თავისუფლებას.

15.მნიშვნელობას ანიჭებს  ბიზნეს-სამყაროს ნაწილს.                       მნიშვნელოვანია სრულიად ბიზნეს-სამყარო.

 

 

მოყვანილი შედარებებიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ იყო მეწარმე, არ ნიშნავს უბრალოდ აკეთო ბიზნესი.მეწარმე ბიზნეს-ფიგურაა,რომელმაც კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა განვითარებისკენ და ამავდროულად უფრო დაემსაგვსა ჩვეულებრივ ადამიანს.კარგია იყო ბიზნესმენი, იყო ორიენტირებული შემოსავალზე, კონკურენტუნარიანი ბაზარზე და აკეთებდე აქტიურ ფულს, მაგრამ როდესაც ეს ყველაფერი არ გაკმაყოფილებს და დგამ საბოლოო ნაბიჯს თვითგანვითარებისკენ, შენ ხდები მეწარმე. არჩევანი ნათელია, მომავალი მეწარმეობისაა!