RESchool | 100 მცირე ბიზნესი, რომელიც შეიძლება 100 ლარზე ნაკლებად დაიწყოთ (ნაწილი 1)
257
post-template-default,single,single-post,postid-257,single-format-standard,qode-quick-links-1.0,ajax_fade,page_not_loaded,,qode_grid_1300,qode-theme-ver-11.1,qode-theme-bridge,wpb-js-composer js-comp-ver-5.1.1,vc_responsive

100 მცირე ბიზნესი, რომელიც შეიძლება 100 ლარზე ნაკლებად დაიწყოთ (ნაწილი 1)

100 მცირე ბიზნესი, რომელიც შეიძლება 100 ლარზე ნაკლებად დაიწყოთ (ნაწილი 1)

როდესაც ფიქრობთ საკუთარი ბიზნესის წამოწყებაზე, წამოიჭრება სხვადასხვა პრობლემური ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება საკმაოდ კარგ ბიზნესზეც კი ჩაგაქნევინოთ ხელი. თუ თქვენთვის ასეთი ფაქტორი მცირე ან არასაკმარისი საწყისი კაპიტალია, ჩვენ გირჩევთ ბიზნეს იდეებს, რომელთა დასაწყებად მხოლოდ თქვენი ენთუზიაზმი და დაახლოებით 100 ლარია საჭირო.

 

1.გაყიდევების წარმომადგენელი.

შესაძლებელია იმუშაოთ წარმომადგენლად ფირმებისთვის, როგორებიცაა Oriflame, Avon  და ა.შ. თქვენი მოვლეობა იქნება ინფორმაციის გავრცელება კომპანიების პროდუქციის შესახებ და მათი ხალხისთვის შეთავაზება.ყველაფერი, რაც ამისთვის შეიძლება დაგჭირდეთ , ნამდვილად 100 ლარზე ნაკლები დაგიჯდებათ.

2.კონსალტინგი.

კოპანიის წამოსაწყებათ, რომელიც ხალხს სხვადასხვა საკითხებში კონსულტაციას გაუწევს, ძალიან მცირე რესურსი იქნება საჭირო.ოფისად შეიძლება ნებისმიერი ადილი შეარჩიოთ და კონსულტაციების თემაც რათქმაუნდა თვენზე იქნება დამოკიდებული. თანხა მხოლოდ მარკეტინგისთვის დაგჭირდებათ და საწყის ეტაპზე, სოც.ქსელების დონეზე 100 ლარი სავსებით საკმარისი იქნება.

3.დამხმარე სახლში.

ძალიან ბევრ ხანშიშესულ, მარტოხელა ადამიანს ესაჭიროება ვინმე, ვინც დაეხმარება სახლის საქმეებში, მოუტანს საჭირო პროდუქტებს და ა.შ. თქვენ შეგიძლიათ შესთავაზოთ მათ თქვეი სერვისი და მიიღოთ ამით სარგებელი.

4.რეპეტიტორი.

ეს პრაქტიკა საქართველოში უკვე ფართოდაა გავრცელებული.ბევრი სტუდენტი სკოლის პერიოდში შეძენილ ცოდნას უზიარებს დაწყებითი კლასის მოსწავლეებს და კვირაში რამდენიმე საათი მუშაობის შედეგად უჩნდება დამატებითი შემოსავალი. თქვენი ცოდნის დონის მიხედვით შეგიძლიათ აირჩიოთ სამიზნე სეგმენტი, განათავსოთ განცხადება და მიიღოთ შემოსავალი.

5.ფრილანსერობა. 

თუ გაქვთ წერის ნიჭი, ხართ დეველოპერი ან გაგაჩნიათ სხვა მსგავსი ხასიათის უნარები, თქვენთვის არსებობს მრავალი ვებსაიტი, სადაც დამკვეთებს განთავსებული აქვთ სამუშაოები.ამ საიტებიდან შეგიძლიათ იპოვოთ მრავალი პროექტი,სადაც მიიღებთ მონაწილეობას და გექნებათ შემოსავალი.

6.ვიდეობლოგი.

ამ სამისთვის საჭიროა კამერა, რომელიც აქვს ნებისმიერ სმარტფონს, ლეპტოპების უმეტესობს, და სტანდარტული ვებკამერაც ნამდვილად 100 ლარზე ნაკლები ღირს, ამიტომ თუ თვლით რომ გაქვთ სათანადო ცოდნა, ან ხართ საკმარისად ქარიზმატული, ვიდეობლოგი თავსიუფლად შეიძლება შემოსავლის წყარო გახდეს.

7.ავტოსერვისი.

თუ გაქვთ გარაჟი, ინსტურმენტები და შესაბამისი ცოდნა, შეგიძლიად განათავსოდ განცხადება მანქანის რეცხვისა თუ ტექნიკური მომსახურების შესახებ. მიღებული შემოსავლით შეძლლებთ სურვილის შემთხვევაში თქვენი ავტოსერვისის გაფართოებას.

8.სახლის ხელოსანი.

თუ გეხერხებათ სხვადასხვა სახლის სამუშაოები, ონკანის შეკეთება, დენის ჩამრთველის დამონტაჟება და ა.შ. თქვენ შეგიძლიათ ეს საქმე ბიზნესად აქციოთ. თანხა შესაძლებელია მხოლოდ რამდენიმე საჭირო ინსტრუმენტის შესაძენად დაგჭირდეთ.

9.ცხოველების გასეირნება.

ბევრ ოჯახს ყავს შინაური ცხოველი მაგრამ არ აქვთ საკმარისი დრო მათ მოსავლელად ან გასასეირნებლად. თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ მათ ამაში და მიიღოთ ანაზღაურება.

10.პერსონალური კონსიერჟი.

პერსონალური კონსიერჟი ზრუნავს ნებისმიერ საქმეზე, რომლისთვისაც არ რჩება დრო დამქირავებელს. თქვენ შეგიძლიათ თქვენი თავისუფალი დრო შესთავაზოთ სხვა ადამიანს, ვისაც არ აქვს ამის ფუფუნება და მიიღოთ ამაში ანაზღაურება.