RESchool | 10 რჩევა წარმატებული მეწარმეებისგან
216
post-template-default,single,single-post,postid-216,single-format-standard,qode-quick-links-1.0,ajax_fade,page_not_loaded,,qode_grid_1300,qode-theme-ver-11.1,qode-theme-bridge,wpb-js-composer js-comp-ver-5.1.1,vc_responsive

10 რჩევა წარმატებული მეწარმეებისგან

10 რჩევა წარმატებული მეწარმეებისგან

ხშირად, ადამიანის წარმატების საწინდარი ერთი ფრაზა, ერთი იდეა, სხვისი გამოცდილების ერთი პატარა ფრაგმენტი ხდება.დამწყები ბიზნესმენისა თუ ენტერპრენორისთვის მნიშვნელოვანია იცნობდეს გამოცდილი და წარმატებული კოლეგების განვლილ გზას, წარმოდგენა ჰქონდეს, თუ როგორ წყვეტენ ისინი ყოველდღიურ სირთულეებს და ინარჩუნებენ მოტივაციას იმისთვის, რომ იყვნენ ყოველთვის პირველები საკუთარ სფეროში.წარმოგიდგენთ 10 სასარგებლო რჩევას მსოფლიოს წამყვანი ენტერპრენორებისგან:

 

1.დაინახე შენი ბიზნესის თითოეული დეტალი – ჯონ ტაფერი, რესტორატორი.

“ერთხელ, ახალგაზრდას, ერთ-ერთმა ტელეწამყვანმა მითხრა, რომ მე ვუყურებდი, მაგრამ ვერ ვხედავდი”- იხსენებს ტაფერი. “მას შემდეგ მე ვისწავლე შემეხედა არა მხოლოდ საერთო სურათისთვის, არამედ თითოეული უმცირესი დეტალისთვის.მიმექცია ყურადრება ერთი შეხედვით უმნიშვნელო საგნებსა და მოვლენებზე, რომლებიც საერთო ჯამში ჩემს ბიზნესზე ახდენდნენ გავლენას. მე ვისწავლე საკუთარი ბიზნესის რეალურად დანახვა და არა მხოლოდ ყურება.”

 

2.არასდროს დანებდე – სკოტ ადამსი, Dilbert-ის შემქმნელი.

Business Insider-თან საუბრისას ადამსი იხსენებს, თუ როგორ ურჩია მას – დამწყებ ანიმატორს, ამ სფეროში წარმატებულმა ჯეკ კესიდიმ, რომ ამ ბიზნესში ყოველთვის უნდა იყო სხვაზე უკეთესი, ამიტომ, არადროს უნდა დანებდე.ადამსმა, რომელმაც კესიდისთან საუბრის შემდეგ საკუთარი ნამუშევრები 14 სხვადასხვა ჟურნალში უშედეგოდ გააგზავნა, საბოლოოდ ხელი ჩაიქნია და ერთი წლის მანძილზე საქმიანობა მიატოვა.სწორედ ამ დროს მიიღო მან წერილი კესიდისგან, რომელიც ამოწმებებდა, ჩაიქნია თუ არა მან ხელი საკუთარ მიზნებზე.შთაგონებულმა ადამსმა გადაწყვიტა უკანასკნელად ეცადა ბედი და სრულიად შემთხვევით, სურათების ამწყობის ცოლის წყალობით, მიიღო თავისი ბრწყინვალე კარიერის განმავლობაში პირველი თანხმობა!

 

3.კომფორტი შენი მტერია – სარა როტმანი, მარკეტერი, მეწარმე.

როდესაც სარა საკუთარ სააგენტოს – MODCo-ს აარსებდა, თავის  ფინანსისტს ჰკითხა, თუ რამდენი ფული ესესხა დასაწყისისთვის. ფინანსისტმა უპასუხა, რომ ესესხა ზუსტად იმდენი, რამდენიც ეყოფოდა გადარჩენისთვის,მაგრამ არავითარ შემთხვევაში კომფორტისთვის.დასაწყისისთვის, მნიშვნელოვანია გშიოდეს, რადგან შიმშილი გიბიძგებს გადარჩენისთვის, ბრძოლისა და განვითარებისთვის – გვირჩევს სარა.

 

4.არ არსებობს “მოკლე გზა” – მარკ ქუბანი, მილიარდერი, Dallas Mavericks-ის მფლობელი.

მარკი ახალბედა ბიზნესმენებს საკუთარი მამის სიტყვებით მიმართავს: “გააკეთე საქმე, გააკეთე საკუთარ თავზე მეტი, იფიქრე საკუთარ თავზე მეტი, გადააჭარბე საკუთარ მოლოდინებს, არ არსებობს მოკლე გზა!”

 

5.დახმარების თხოვნა არ “ტეხავს” – ჩიპ უილსონი, Lululemon- ის დამფუძნებელი.

უილსონის თქმით მას საკმაო დრო დასჭირდა იმის გასაცნობიერებლად, რომ არ არის საჭირო დაიკავო ისეთი პოზიცია, თითქოს ყველაფერი იცი და არავინ არ გჭირდება.Lululemon- ის წარმატებაში სწორედ ამან ითამაშა გადამწყვეტი როლი, რადგან ჩიპს საწყის ეტაპზე Lululemon-თან  ერთად სხვა კომპანიის მართვაც უწევდა და სხვების დახმარების გარეშე ვერაფერს გახდებოდა.”ადამიანებს უყვართ, როდესაც ვინმეს ეხმარებიან, მიეცით მათ ამის საშუალება” – გვირჩევს ჩიპი.

 

6.დაიწყე ისეთი ბიზნესი, სადაც შეგიძლია გახდე “ვეშაპი” – მარკუს ლემონისი, Camping World-ის CEO.

ლემონისის რჩევა ყველაზე პირველ, საწყის ეტაპს ეხება და მდგომარეობს იმაში, რომ აირჩიოთ ინდუსტრია საკუთარი შესაძლებლობების მიხედვით, ანუ მოკიდოთ ხელი იმ საქმეს, სადაც იტყვით ახალ სიტყვას, მოიტანთ ცვლილებებს, იქნებით ბაზრის ლიდერი და არა რიგითი მოთამაშე.

 

7.მთავარი სიმარტივეა – დენ ჰორანი,  5 Acre Farms-ის CEO.

დენის თქმით სიმარტივე უმნიშვნელოვანესია და ხანდახან იმისთვის, რომ გავაკეთოთ რაღაც მარტივი, უნდა ვისწავლოთ ძალიან, ძალიან ბევრი.საბოლოოდ შეიძლება ყველაფერი საკმაოდ რთული აღმოჩნდეს, მაგრამ ჩვენ მაინც უნდა წარმოვიდგინოთ მაქსიმალურად მარტივად, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ადამიანებს ეხებათ – “როცა ადამიანს რაიმეს შეძენა სურს, მას არ სჭირდება ლექცია”.

 

8.შენი დრო ძვირფასი რესურსია – დევიდ ლეი, Hello Design-ის CEO.

“ბავშვობაში მამა ყოველთვის მეუბნებოდა, ‘ჩვენ მხოლოდ 24 საათი გვაქვს დღეში და ის, თუ როგორ გამოვიყენებთ ამ დროს, განსაზღვრავს იმას, თუ როგორები ვართ ჩვენ, ესაა რესურსი, რომელსაც უკან ვეღარასდროს დაიბრუნებ’.”

 

9.ხანდახან საუკეთესო მოტივაცია დემოტივაციაა – ბარბარა კორკორანი, Corcoran Group-ის დამფუძნებელი, უძრავი ქონების მაგნატი.

ბარბარა მისი ცხოვრების გარდამტეხ მომენტს ყოფილ ბოიფრენდს და პირველ ბიზნესპარტნიორს უკავშირებს, რომელმაც განუცხადა, რომ მის გარეშე არაფერს წარმოადგენდა და წარმატებას ვერასდროს მიაღწევდა.ახლა ბარბარა უძრავი ქონების სფეროში ერთ-ერთი უმსხვილესი ბიზნესმენია და დიდ მადლობას უხდის თავის ყოფილ ბოიფრენდს უცნაური მოტივაციისთვის, რომელმაც მისი წარმატებული კარიერა განაპირობა.

 

10.რაც მეტი “არა” გესმით, უკეთესია – შაფქათ ისლამი, NewsCred-ის CEO.

“ეს ბევრი ადამიანისგან მომისმენია, ამიტომ ვერავის მივაწერ, მაგრამ ვფიქრობ, რომ თუ დღის განმავლობაში რამოდენიმეჯერ არ გესმით “არა”, ესეიგი თავს საკმარისად არ იწუხებთ. როდესაც რაღაც ახალს, რევოლუციურს ქმნი, აუცილებლად გამოჩნდებიან სკეპტიკოსები, რომლებიც შენს თითოეულ ნაბიჯში შეიტანენ ეჭვს და ეს ნორმალურიცაა, ამან უფრო უნდა გაგაძლიეროს და საკუთარი საქმის რწმენა შეგმატოს.”