RESchool | 100 მცირე ბიზნესი, რომელიც შეიძლება 100 ლარზე ნაკლებად დაიწყოთ (ნაწილი 2)
261
post-template-default,single,single-post,postid-261,single-format-standard,qode-quick-links-1.0,ajax_fade,page_not_loaded,,qode_grid_1300,qode-theme-ver-11.1,qode-theme-bridge,wpb-js-composer js-comp-ver-5.1.1,vc_responsive

100 მცირე ბიზნესი, რომელიც შეიძლება 100 ლარზე ნაკლებად დაიწყოთ (ნაწილი 2)

100 მცირე ბიზნესი, რომელიც შეიძლება 100 ლარზე ნაკლებად დაიწყოთ (ნაწილი 2)

11.ორგანიზატორი.

მომხმარებელს პროფესიონალი ორგანიზატორი შეიძლება ნებისმიერ სიტუაციაში დასჭირდეს, იქნება ეს სახლის მოწყობა, სადღესასწაულო დეკორაციების განლაგება და ა.შ. ამ გზით საწყისი კაპიტალის გარეშე შეძლებთ შემოსავლის მიღებას.

 

12.დასუფთავება/რეცხვის სერვისი.

მიუხედავად იმისა, რომ დასუფთავებისა და რეცხვის სერვისები ბოლო დროს მომრავლდა,თქვენ შეგიძლიათ იყოთ გამორჩეული ბაზრიდან დაბალი ფასით, ან ეკოლოგიურად სუფთა საწმენდი საშუალებებით,რომელთა უმეტესობის დამზადება სახლის პირობებშიც შეიძლება.

 

13.პროდუქტების სახლში მიტანა.

ბევრ დიდ კომპანიას ძირითადად აქვს სახლში მიტანის სერვისი,მაგრამ არა ყველას. თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ამით და შემოსავალი მიიღოთ ისეთი ობიექტებიდან მიტანით, როგორიცაა მცირე სუპერმარკეტები და სწრაფი კვების ობიექტები.

 

14.საინფორმაციო პროდუქტების გაყიდვა.

თუ გაქვთ გამოცდილება და უნარები კონკრეტულ სფეროში, თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ელექტრონული წიგნები ან სასწავლო ვიდეოები, განათავსოთ ინტერნეტში და გაყიდოთ.

 

15.ბლოგი.

თუ გარკვეულ სფეროში თქვენი გამოცდილება განსაკუთრებით დიდია, შეგიძლიათ გააკეთოთ  თემატური ბლოგი, მაგალითად, ავტობლოგი ან კულინარიული ბლოგი.

 

16.ფანჯრების წმენდა.

ფანჯრების წმენდა სახლისა და ოფისის დალაგებისას ყველაზე შრომატევადი და ნაკლებად სასურველი საქმეა. თქვენ შეგიძლიათ შეუმსუბუქოთ ეს საქმე მომხმარებელს გასამრჯელოს სანაცვლოდ.

 

17.ინტერიერის დიზაინი.

დიასახლისთვისაც და ბიზნესის მფლობელისთვისაც სასურველია იპოვოს ისეთი პიროვნება, რომელიც დაეხმარება სახლის ან ოფისის კომფორტულად და გეოვნებით მოწყობაში.

 

18.ფლაერების დარიგება.

კომპანიები ხშირად ეძებენ ახალგაზრდებს, რომლებიც ანაზღაურების სანაცლოდ გაავრცელებენ ინფორმაციას კომპანიისა თუ კონკრეტული ღონისძიების შესახებ.ხშირად ტრანპორტირება და კვებაც დაფინანსებულია, ასე რომ  შეიძლება არანაირი თანხის დახარჯვა არ მოგიწიოთ.

 

19.პროგრამირება.

ერთადერთი ინვესტიცია, რაც ამ შემთვევაში იქება საჭირო, არის დრო, რომელიც უნდა დაუთმოთ პროგრამირების სწავლას, შემდეგ კი ყოველთვის შეძლებთ თუნდაც ინტერნეტში, სახლიდან გაუსვლელად მოიძიოთ მცირე და საშუალო შეკვეთები.

 

20.ვირტუალური ასისტენტი.

პერსონალური ასისტეტისგან განსხვავებით, აქ შეზღუდვა ნაკლებია, რადგან მუშაობას ნებისმიერი სასურველი ადგილიდან შეძლებთ.