RESchool | კანვას ბიზნეს მოდელი
247
post-template-default,single,single-post,postid-247,single-format-standard,qode-quick-links-1.0,ajax_fade,page_not_loaded,,qode_grid_1300,qode-theme-ver-11.1,qode-theme-bridge,wpb-js-composer js-comp-ver-5.1.1,vc_responsive

კანვას ბიზნეს მოდელი

კანვას ბიზნეს მოდელი

როგორც წინა ბლოგში(შეთავაზებული ღირებულება) არის ნახსენები, ბიზნეს მოდელის ჩამოყალიბება უპირატესობას წარმოადგენს ნებისმიერი ბიზნესისთვის. წარმოიდგინეთ წრე, რომელიც არ არის შეკრული… რა თქმა უნდა თქვენ ამას ვერ წარმოიდგენთ რადგან წრე სწორედ მის შეკრულობასა და უნიკალურობაშია. შეუკრავი და ჩამოუყალიბებებლი წრე არ არსებობს, ისევე როგორც ბიზნესი ჩამოუყალიბებელი მოდელის გარეშე არ არის ბიზნესი.

ბიზნეს მოდელის შესადგენად და კარგად ჩამოსაყალიბებლად გვეხმარება ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და საუკეთესო „კანვას ბიზნეს მოდელი“. ის წარმოადგენს სქემას, რომელშიც შესულია ყველა ის ასპექტი, რომელიც ბიზნესის ჩამოყალიბებისას უნდა გაითვალისწინო. სხვაგვარად ჩვენი ბიზნესი ვერ იფუნქციონირებს.

როგორც ხედავთ, ის ცხრა ნაწილისგან შედგება:

  • მომხმარებლის სეგმენტი
  • შეთავაზებული ღირებულებები
  • მიწოდების გზები
  • მომხმარებელთან ურთიერთობა
  • შემოსავლების წყაროები
  • ძირითადი რესურსები
  • ძირითადი აქტივობები
  • ძირითადი პარტნიორები
  • ხარჯების სტრქუტურა

 

დავიწყოთ მარჯვნიდან:

  • მომხმარებლის სეგმენტი:

აქ უნდა ჩამოვწეროთ ჩვენი მომხმარებლის სეგმენტ(ებ)ი. ვისთვის ვქმნით პროდუქტს? და რა თქმა უნდა დავალაგოთ პრიორიტეტების მიხედვით.

 

  • შეთავაზებული ღირებულებები:

რა უმთარეს ღირებულებას სთავაზობ მომხმარებელს? რომელ საჭიროებას უკმაყოფილებთ მათ და რა სარგებელს უქმნით? რა განგასხვავებთ სხვა თქვენი კონკურენტებისგან?

  • მიწოდების გზები:

როგორ გსურთ რომ მიწვდეთ თქვენს თითოეულ მომხარებელთა სეგმენტს? როგორ აწვდით მათ პროდუქტს? რა გზებს და ხერხხებს იყენებთ?

მაგალითად აპლიკაციების მწარმოებელი კომპანიისთვის მთავარი მიწოდების გზებია App store და Play Market. ჩიფსების მწარმოებლისთვის – საცალო ვაჭრობის მაღაზიები და ა.შ.

  • მომხარებელთან ურთიერთობა:

რა სახის ურთიერთობას ამყარებთ თქვენს მომხარებელთან? (პერსონალური, ავტომატიზირებული, დაგროვებითი სარგებელი…) როგორ აპირებთ რომ შეინარჩუნოთ ისინი?

როგორია თქვენი ურთიერთობა მათთან? როგორ ეკონტაქტებით და როგორ ღებულობთ უკუკავშირს? შეიძლება ეს იყოს პერსონალური, ანუ თქვენ თითოეულთან ახერხებთ კონტაქტს და თითოეულს ერგებით განხსვავებულად. მაგრამ შეიძლება იყოს ავტომატიზირებული, ანუ თქვენ ავტომატურ რეჟიმში ყველას ერთად ან რამოდენიმე ჯგუფს ერთად აწვდით რაღაც ინფორმაციას და ასევე ამავე ხერხებით იღებთ მათგან უკუკავშირს…

  • შემოსავლების წყაროები:

რაში გადაგიხდით რეალურად მომხმარებელი ფულს? როგორ გადაგიხდით? შეაგროვებთ ტრანზაქციებიდან თუ გექნებათ პერიოდული შემოსავლები? (გაყიდვები, გამოწერები, ქირაობა, ლიცენზია, საშუამავლო, Freemium)

  • ძირითადი რესურსები:

რა რესურსებს ეყრდნობა ძირითადად თქვენი ბიზნეს მოდელი? ყველაზე არსებითი აქტივები და ა.შ.

მაგალითად კომპიუტერების მწარმოებელი მეტწილად ეყრდნობა Software & Hardware დეველოპერებს, პროგრამისტებს და სხვა მუშახელს. ხოლო შოკოლადის მწარმოებელი ეყრდნობა თავის დანადგარს, კაკაოს მარცვალს და ა.შ.

  • ძირითადი აქტივობები:

რომელი აქტივობები გჭირდება ბიზნეს მოდელის სრულყოფისთვის? რომელია გადამწყვეტი?

შესაძლოა რკინის გადამდნობი საწარმოსთვის ეს იყოს მხოლოდ რკინის გადადნობა და მუშახელის უსაფრთოებაზე ზრუნვა. მაგრამ მაგალითად კომპანია Apple-სთვის ეს იქნება ტექნიკის დიზაინი, წარმოება, მარკეტინგული ოპერაციები, PR და ა.შ.

 

  • ძირითადი პარტნიორები:

რომელი პარტნიორები და მომწოდებლები ქმნიან თქვენი ბიზნეს მოდელის წარმატების შესაძლებლობას? ვის შეიძლება ენდოთ?

  • ხარჯების სტრუქტურა:

რა სახის ხარჯების სტრქუტურა მიიღეთ მოდელის ანალიზის შედეგად? რა გიზრდით ხარჯებს?

 

წარმოგიდენთ რამოდენიმე საერთაშორისო კომპანიის ბიზნეს კანვას მოდელის მაგალითს: